შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

13 აგვისტო 2018

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის
კომისიის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
საკონსულტაციო შეხვედრის მიზანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის
შერჩევის კრიტერიუმებისა და მექანიზმების განხილვა იყო. 

 

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება
შედეგიანი და რეალისტური, თუ პროცესში მონაწილე სახელისუფლებო ინსტიტუციები გვერდით
გადადებენ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს და შეარჩევენ კანდიდატს, არა ლოიალობის
მიხედვით, არამედ, მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად. 

ნათელია, რომ კანდიდატი უნდა იყოს კარგი რეპუტაციისა და რეფორმატორული უნარების მქონე
იურისტი, რომელსაც ექნება კონკრეტული გეგმა, როგორ მოიპოვოს სასამართლო სისტემამ
საზოგადოების ნდობა და დაამკვიდროს ხარისხიანი მართლმსაჯულება.“

- განაცხადა დავით ასათიანმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი